"ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ იმის თქმა, რომ "უკრაინას მხარს დაუჭერენ იქამდე, სადამდეც დასჭირდება" და უკრაინის გამარჯვება უნდა დაგეგმონ", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
"ვეხმარებით უკრაინას სანამ სჭირდება" უნდა შეიცვალოს ფრაზით: "უკრაინას მხარს გამარჯვებაში ვუჭერთ", - თქვა მან და განმარტა, რომ თუ ევროპელ ლიდერებს ამის თქმა არ შეუძლიათ, ეს ნიშნავს, რომ მათ გონებაში სხვა ვარიანტებიცაა "და ერთადერთი სხვა ვარიანტი პუტინის გამარჯვებაა".
მისივე თქმით, ეს სცენარი კატასტროფას ნიშნავს "არამხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის [ლიეტუვა], არამედ ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონისთვის. ამიტომ, ლანდსბერგისი ფიქრობს, რომ ქვეყმები უფრო უნდა დაკონკრეტდნენ უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ უკრაინის გამარჯვებამდე... ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე და არა ოდესმე", - განაცხადა ლანდსბერგისმა ტოლედოში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ჩასვლისთანავე.