ლიეტუვას ხელშეწყობით ბუჩაში სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ქვეყნის ხელისუფლება 18 მილიონ ევროს დახარჯავს. ცნობილია, რომ მშენებლობის შემდეგ, თანამედროვე სკოლა ბუჩის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
პროექტი ლიეტუვის არქიტექტურული სტუდია 2L Architects-ისა და უკრაინული არქიტექტურული სტუდიის, Baust Architects-ის მიერაა შექმნილი და ითვალისწინებს 14 600 კვადრატულ მეტრ კომპლექსს, რომელიც სკოლის, საბავშვო ბაღისა და სპორტული ობიექტებისგან შედგება. სკოლა და საბავშვო ბაღი 880-მდე ბავშვს დაიტევს. სკოლის გახსნა 2025 წლის 1 სექტემბერს იგეგმება.