საქართველოდან უკრაინელი მებრძოლის რუსეთში შესაძლო გადაცემას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ეხმაურებიან. ოპოზიცია თანხმდება, რომ საქართველომ რუსეთს უკრაინელი მებრძოლი არ უნდა გადასცეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უკრაინელი მებრძოლის რუსეთისთვის გადაცემა დანაშაული და ყველაზე გაუმართლებელი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება.
ძალიან კარგად მახსოვს და მომსწრე ვარ, ზუსტად როგორ ეპყრობოდნენ ოკუპანტი რუსები უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც დააკავეს. მაგალითად, ოკუპირებული დონეცკისა და
ლუგანსკის ტერიტორიაზე. ყველას კარგად გვახსოვს სენსოვის შემთხვევა, კარგად გვახსოვს ანექსირებულ ყირიმში იმ ადამიანების ბედი, ვინც დღემდე არიან რუსულ დილეგებში ჩაყრილი და წარმოდგენა არ აქვთ მათ ნათესავებს რა ხდება. ამასთან დაკავშირებით, უკრაინა უკვე მრავალი წელია, იბრძვის. ამიტომ, ეს იქნება პირველ რიგში, ყველაზე გაუმართლებელი და ბეცი პოლიტიკური ნაბიჯი. ასევე, ეს იქნება ჩვეულებრივი დანაშული, როცა ჩვენს მტერ სახელმწიფოს აძლევ პირდაპირ მებრძოლს, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით კი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გადაცემის შემთხვევაში უკრაინელ მებრძოლს რუსეთში ცუდად მოექცევიან. ამიტომ, ერთადერთ გონივრულ გამოსავლად, მას მებრძოლის გადაცემაზე უარის თქმა მიაჩნია.
როცა რუსეთი ითხოვს ისეთი ადამიანის ექსტრადირება, რომელიც საბრძოლო მოქმედებაში იყო აგრესორის წინააღმდეგ. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მას ცუდად მოექცევიან რუსეთში. ერთადერთი გონივრული გამოსავალი არის, რომ ეს ადამიანი არ გადაეცეს რუსეთს. ამის მოლოდინი არ გვაქვს, იქედან გამომდინარე, როგორი ხელისუფლება გვყავს დღეს ჩვენ, რომელთაც ბევრი ადამიანი გადაუციათ. მაგალითად, ჩეჩენი ეროვნების ადამიანები, რომლებიც პირდაპირი საფრთხის წინაშე იყვნენ, რომ ცუდ პირობებში მოხვედრილიყვნენ, - ამბობს კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ, შესაძლოა, უკრაინელი მებრძოლი რუსეთს გადასცეს. უკრიანაის მოქლაე ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტისას რუსეთის წინააღმდეგ მოხალისეთა ბატალიონის წევრი იყო. რუსეთის პროკურატურა მას კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და ნარკოდანაშაულში სდებს ბრალს. სახალხო დამცველი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს, არ გადასცეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი რუსეთს, რადგან მას რუსულ ციხეში წამება ელის.