უკრაინაში, ნოვა-კაიმიანკას მახლობლად, მინდორში, ტრაქტორი რუსულმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ ააფეთქა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 62 წლის კაცს ნაღმის აფეთქების შედეგად დაზიანებები სახის, ტანისა და ხელების არეში მიადგა.
დაზარალებული ერთ-ერთი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმები მას საჭირო დახმარებას უწევენ.