უკრაინა ანექსირებულ ყირიმში "ცხელ სეზონს" აანონსებს | როდის გადაინაცვლებს ომი რუსეთის ტერიტორიაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინა ყირიმში "ცხელ სეზონს" აანონსებს. კიევში აღარ მალავენ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მთავარი სამიზნე ოკუპირებული ნახევარკუნძული, თავდასხმის მთავარი იარაღი კი დრონები იქნება. ამ საფრენი აპარატების წარმოებაც და ეფექტურობაც უკრაინელებმა გლობალურ მასშტაბამდე გაზარდეს.

ამის საუკეთესო დადასტურებაა ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება 700 კილომეტრის დაშორებით განხორციელებულ თავდასხმაზე. უკრაინის პრეზიდენტს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინ, სწორედ 700 კილომეტრის დაშორებით უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს რუსეთის სადესანტო ძალების კუთვნილი რამდენიმე თვითმფრინავი. რაც იმას ნიშნავს, რომ ომი სულ უფრო მეტად გავრცელდება რუსეთის ტერიტორიაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი