"უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი EU-ს წევრი უნდა გახდნენ... უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათი ახალი წევრის მიღება" | ბორელი

გამოქვეყნდა:

"უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი EU-ს წევრი უნდა გახდნენ... უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათი ახალი წევრის მიღება", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შედეგების შემდეგ განაცხადა.

"უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გვერდითი ეფექტი მოჰყვა - გაფართოების პროცესის დაჩქარება - რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო გახდება წევრი, როცა ყველა პირობა დაკმაყოფილდება. ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დაფიქსირება, რათა ბიძგი მისცეს პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ათი ახალი წევრის მიღება", - განაცხადა ბორელმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი