ბოლო 72 საათში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს - თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ცნობით, ბოლო 72 საათში უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სამხრეთით, რუსული თავდაცვის მეორე ხაზის წინააღმდეგ.

კირბიმ იმ ადამიანებს უპასუხა, ვინც უკრაინის კონტრშეტევას აკრიტიკებს და აღნიშნა, რომ პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც მოძალადე რეჟიმთან იბრძვის, უსარგებლოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი