ჩოხატაურში, ენმ-ზე თავდასხმაში მონაწილე დაკავებული პირების ვინაობა უცნობია, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძის მარჯვენა ხელი და რეგიონში მისი ინტერესების გამტარებელი ლაშა გიორგაძე. დანარჩენი სამი დაკავებულის შესახებ ინფორმაცია უცნობია. შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. არსებული ინფორმაციით, სულ 4 პირია დაკავებული.
გუშინ, 3 სექტემბერს, ჩოხატაურში დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წევრებს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება და ოცნების მხარდაჭერები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ.
ოპოზიცია მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძის ინტერესებზე საუბრობს და თავდასხმის ორგანიზებაშიც მას ადანაშაულებს.