უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ დღეს განაცხადა, რომ ოდესის ოლქზე შეტევისას რუსული "შაჰიდები" რუმინეთის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა და აფეთქდა.
თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას რუმინული მხარე არ ადასტურებს. როგორც გამოცემა Reuters-ს რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს, მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინულ საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევისას რუსული დრონები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.