4 სექტემბრის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 503 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 119-ზე მეტი არასრულწლოვანი, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 485, ხარკოვის ოლქში - 300, კიევის ოლქში - 129, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 120, ზაპოროჟიეს ოლქში - 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 94.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.