რუსეთი ამბობს, რომ მოსკოვზე დრონებით შეტევა აღკვეთეს - აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო

გამოქვეყნდა:

რუსეთი აცხადებს, რომ მოიგერიეს დრონებით თავდასხმა კალუგის, მოსკოვისა და ტვერის რეგიონებში. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

"ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონები კალუგას რეგიონში და ისტრას რაიონში, რომლებიც ცდილობდნენ მოსკოვზე თავდასხმას", - დაწერა მოსკოვის მერმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ტვერის რეგიონის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.

გარდა ამისა "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტები დროებით დაიხურა და დაახლოებით 40 რეისი გადაიდო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი