კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა ესაუბრა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტსა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
"ჩვენ არაფერი გვაქვს სათქმელი ამ თემაზე", - თქვა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს.
The New York Times-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია რუსეთში კიმისა და პუტინის პოტენციური შეხვედრის შესახებ და დაწერა, რომ ის სავარაუდოდ ამ თვეში გაიმართება. მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ორი ქვეყნის პირველი პირი განიხილავს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად. იხილეთ: