კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რომ პუტინთან კრემლისთვის იარაღის მიწოდება განიხილოს - მედია

გამოქვეყნდა:

ამერიკული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამ თვეში რუსეთში ჩავა. აღნიშნულზე პირველად New York Times-მა დაწერა.

ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინი პუტინთან განიხილავს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად.

კიმი პუტინს რუსეთში შეხვდება, თუმცა ზუსტად სად, ადგილმდებარეობა უცნობია. New York Times წერს, რომ კიმ ჩენ ინი, რომელიც იშვიათად მოგზაურობს ჩრდილოეთ კორეის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ
თავისი ჯავშანტექნიკით წავა ვლადივოსტოკში და პუტინს შეხვდება აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 10-13 სექტემბერს გაიმართება.

შეხვედრამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის იარაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ოთხშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ცოტა ხნის წინ გაემგზავრა ჩრდილოეთ კორეაში, რათა შეეცადოს დაარწმუნოს ფხენიანი საბრძოლო მასალის მიწოდებაში. ვიზიტის შემდეგ პუტინმა და კიმმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც პირობა დაიდო, რომ გაიზრდებოდა ორმხრივი თანამშრომლობა.

კირბიმ თქვა, რომ აშშ-ს მიერ მოპოვებული დაზვერვა მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შემდეგ, რუსი ოფიციალური პირების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა ფხენიანში მოსალაპარაკებლად.

"ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან შეიარაღების შესახებ და დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომლებიც ფხენიანმა აიღო, რომ არ მიაწოდოს ან მიყიდოს რუსეთს იარაღი", - თქვა კირბიმ.

მან განაცხადა, რომ აშშ მიიღებს პირდაპირ ზომებს, მათ შორის სანქციებს დააწესებს ფიზიკური პირებისა და სუბიქეტების წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი