"მერსედესმა" უკრაინას 100-ზე მეტი მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანა გადასცა

გამოქვეყნდა:

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz Special Trucks-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 100-ზე მეტი მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანა Zetros გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. 

მედიის ცნობით, უკრაინის არმიას 476 ცხენის სიმძლავრის სატვირთო მანქანები სამხედრო მხარდაჭერისა და ლოგისტიკური ამოცანებისთვის სჭირდება. გერმანული ავტომწარმოებელი აღნიშნავს, რომ მძღოლებმა Zetros მანქანების მიღებამდე სასწავლო კურსები გაიარეს და მისიებში იმყოფებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მანქანების შესაძენი ფინანსური რესურსი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით გამოიყო, რომელიც უკრაინისა და გერმანიიის საგარეო უწყებების მეთვალყურეობის კონტროლ ქვეშაა. 

როგორც ცნობილია, გერმანიის სამხედრო დახმარების პაკეტში დაახლოებით 16 Zetros მანქანა შედიოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი