უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დონეცკის ოლქში, ბახმუტის ფრონტზე შეტევითი ოპერაციების მონაწილე საბრძოლო დანაყოფები მოინახულა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბატალიონების მეთაურებთან პრობლემურ საკითხებზე და ქვედანაყოფების საჭიროებებზე იმსჯელა. საუბარი შეეხო სამხედროების საარტილერიო ჭურვებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებით და საევაკუაციო ტრანსპორტით უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურს, ალექსანდრ სირსკის შეხვდა და შექმნილი ოპერატიული მდგომარეობის შესახებ მოხსენებები ჩაიბარა.