რუსულმა ძალებმა დაიწყეს ზოგიერთი თავდამსხმელი თვითმფრინავის მანქანის საბურავებით დაფარვა, რაც ექსპერტების თქმით, შესაძლოა იყოს უკრაინის დრონების თავდასხმისგან დაცვის მცდელობა.
Maxar-ის სატელიტური ფოტოები ენგელსის საავიაციო ბაზიდან, რომელიც რუსეთის სიღრმეში მდებარეობს აჩვენებს ორ Tu-95 ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენს, რომლებსაც ზემოდან მანქანის საბურავები ალაგია.
CNN წერს, რომ ვერ შეძლოა გადაემოწმებინა, თუ რატომ იყო განთავსებული საბურავები თვითმფრინავებზე, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ თავდაცვის უხეში მცდელობა, არამედ თვითმფრინავების ხილვადობის შემცირებისაც, განსაკუთრებით ღამით.
CNN-ს უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი One Way Aerospace-ის წარმომადგენელი, რომლის დრონებიც უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს ეუბნება, რომ ამ მცდელობას შეზღუდული ეფექტი შესაძლოა ჰქონდეს ზიანის შემცირების თვალსაზრისით. მისივე თქმით, აროდრომზე თვითმფრინავებზე დაკვირვება მაინც შესაძლებელი იქნება ინფრაწითელი კამერებით.
CNN-ს ნატოს სამხედრო ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ ალიანსმა ნახა აღნიშნული იმპროვიზებული მცდელობა.
ოფიციალური პირი ანონიმურობის დაცვით ამბობს - "ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამიზნულია დრონებისგან დასაცავად. ჩვენ არ ვიცით, ექნება თუ არა ამას რაიმე ეფექტი".