რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი პოპკოს განცხადებით, კრემლმა გამოიყენა Kh-101/555/55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ასევე, სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებიც. 

"მტრის ყველა სამიზნე. რომელიც მოძრაობდა დედაქალაქის მიმართულებით, განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით", - დაწერა მან ტელეგრამზე და აღნიშნა, რომ დილის მონაცემებით, მსხვერპლი და ნრგევა არ ყოფილა.

მოგვიანებით, საგანგებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის რეგიონში კომერციული საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი