სომხეთმა ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია და უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის

გამოქვეყნდა:

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან  მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია, პარალელურად კი სომხეთის მთავრობა პარლამენტს  რომის სტატუტის  რატიფიცირებას სთხოვს,   რომლის საფუძველზეც ჰააგის სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გამოცემული. 

მოსკოვმა ამ გადაწყვეტილების გამო ერევანს უკვე მოსთხოვა ახსნა-განმარტება.  რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მათი მომავალი ნაბიჯები ერევნის პასუხზე იქნება დამოკიდებული. 

რამდენიმე დღის წინ სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრატეგიული შეცდომა უწოდა რუსეთზე სომხეთის უსაფრთხოების სექტორის დამოკიდებულებას; 

სომხეთი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად კი კიევში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის და არსებული ინფორმაციით, კიევში მიემგზავრება ფაშინიანის მეუღლეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი