გეგმები სომხურ-ამერიკული წვრთნების ჩატარების შესახებ შეშფოთების მიზეზია - პესკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ სომხეთის ხელისუფლების გეგმები სომხურ-ამერიკული წვრთნების ჩატარების შესახებ შეშფოთების მიზეზია, განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში. 

"სწავლებებზე - რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ეს იწვევს შეშფოთებას, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში. ამიტომ ამ სიახლეებს ღრმად გავაანალიზებთ და სიტუაციას დავაკვირდებით", - თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთი და შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, EAGLE PARTNER 2023-ს ჩაატარებენ. ინფორმაცია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი