არქეოლოგებმა ისრაელში რომაული იმპერიის ეპოქის, 1900 წლის წინანდელი ხმლები აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

არქეოლოგებმა, ისრაელში, მკვდარი ზღვის მახლობლად, რომაული ეპოქის 4 ხმალი და პილუმი (ხელშუბი) აღმოაჩინეს. ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. 

მედია წერს, რომ არტეფაქტები დაახლოებით 1900 წლის წინანდელია. ხმლების ხანდაზმულობა მათი ტიპოლოგიიგიდან გამომდინარეობს, თუმცა რადიოკარბონატული დათარიღება ჯერ არ გაუვლიათ. 

მკვლევარების ვარაუდით, ოთხი ხმალი და ხელშუბის თავი რომის იმპერიის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყებიდან უნდა იყოს. აღმოჩენილ არტეფაქტებს ხისა და ტყავის სახელურები, თასმები და ფოლადის პირები აქვთ. 

უდაბნოს გამოქვაბული, სადაც ხმლები აღმოაჩინეს, გრილი და მშრალი სტაბილური კლიმატი საშუალებას აძლევდა, არქეოლოგიურ ნაშთებს პირვანდელი სახის შეენარჩუნებინათ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი