ენტონი ბლინკენის ვიზიტი კიევში | კრემლის აგრესიული პასუხი და სარაკეტო იერიში კონსტანტინოვკაზე

გამოქვეყნდა:

კრემლის აგრესიული და სისხლიანი პასუხი. კიევში ვაშინგტონის მთავარი დიპლომატის მოულოდნელი ჩასვლიდან რამდენიმე წუთში რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბეს. სარაკეტო იერიში ქალაქ კონსტანტინოვკაზე განხორციელდა და აფეთქების შემზარავი კადრები ეგრევე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. 17 დაღუპული და 32 დაჭრილი - ეს მორიგი რუსული აგრესიის შედეგია და კიევშიც და ვაშინგტონშიც ეს თავდასხმა ცალსახად აღიქვეს, როგორც მოკავშირეების დაშინების მცდელობა. თუმცა მოლაპარაკებების პროცესზე რუსულმა ტერორმა გავლენა ვერ მოახდინა - უკრაინა ფაქტობრივად გარანტირებულად, დამატებით მიიღებს მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის შეიარაღებას.

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი