"უკრაინა ჩვენი მარცვლეულის ექსპორტის შემდგომი შეზღუდვების წინააღმდეგია, ჩვენ გვჭირდება ეს პროდუქცია ექსპორტზე, საუბარია რუსული ტერორის პირობებში გადარჩენაზე", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბუქარესტში, „სამი ზღვის“ სამიტის მონაწილეებისადმი
ვიდეომიმართვისას საუბრობს.
„საბოლოოდ, ეს სასტიკი აგრესია ყველას, მათ შორის ევროპელების წინააღმდეგაა. შედეგები ყველგან იგრძნობა. უკრაინა წინააღმდეგია ჩვენი მარცვლეულის ექსპორტის შემდგომი შეზღუდვების, რადგან ჩვენ გვჭირდება ეს პროდუქცია ექსპორტზე. გვჭირდება სახსრები. საუბარია რუსული ტერორის პირობებში გადარჩენაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ბულგარეთის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის ლიდერებს და განაცხადა, რომ „უკრაინული ექსპორტის ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ რუსული აგრესიით გამოწვეულ ტანჯვასა და ნგრევას ზრდის.“