ფრანგული კომპანია Delair, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს. Европейская правда წერს, რომ ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრა Twitter-ზე დაწერა.
მინისტრის თქმით, უკრაინამ დრონის ტიპი აირჩია და საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა ამ დრონების წარმოება, ეს უპილოტო საფრენი აპარატები უკვე მიეწოდება უკრაინას.
"დელაირ და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდასაჭერად საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია: უკრაინის მიერ შერჩეული 150-ზე მეტი დრონი, საფრანგეთის მიერ დაფინანსებული და უკვე მიწოდებული", - თქვა მან.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია უკრაინა დრონების რომელ მოდელებს მიიღებს.