რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ კიევმა სცადა თავდასხმა სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით მათ ობიექტებზე. უწყება წერს, რომ ერთი დრონი განადგურდა მოსკოვის ოლქში, ორი კი როსტოვის.
მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა თქვა, რომ ჩამოგდებული დრონებიდან ერთი ქალაქგარეთ დაეცა, მეორე ცენტრში, რის შედეგადაც დაზიანდა სამი კორპუსის ფასადი, ავტომობილი, დაშავდა ერთი პირი.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა თქვა, რომ რამენსკის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ზიანი და მსხვერპლი არ ყოფილა.