უკრაინის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს რობოტინოსა და ვერბოვოეს მახლობლად - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ანდრეი კოვალევი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მიაღწიეს წარმატებას სოფელ რობოტინოს სამხრეთით მდებარე რაიონებში და სოფელ ვერბოვოეს დასავლეთით მელიტოპოლის მიმართულებით.

"თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. მელიტოპოლის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს სამხრეთით და ვერბოვოეს დასავლეთით - ისინი მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან", - თქვა სპიკერმა.

მისი განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ასევე კონსოლიდაციას მიღწეულ ხაზებზე. კოვალევის თქმით, უკრაინელები აგრძელებენ რუსული ჯარების თავდასხმების შეკავებას ავდიევკას, მარინკას, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი