რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 266 900 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 7 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 610 სამხედრო, 9 ტანკი და 37 საარტილერიო სისტემა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 266 900;
  • ​ტანკი - 4 506;
  • ჯავშანტექნიკა - 8 703;
  • საარტილერიო სისტემა - 5 722;
  • სარაკეტო სისტემა - 753;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 506;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 316;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 541;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 455;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 217;
  • გემი/ნავი/კატარღა - 19;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 859.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი