"EU-ს ერთგულება საქართველოს მიმართ გამოიხატება ფინანსურ დახმარებაშიც... ჩვენი ეკონომიკური ინვესტირების გეგმა შეადგენს 1.3 მილიარდ ევროს" | ბორელი

გამოქვეყნდა:

"EU-ს ერთგულება საქართველოს მიმართ გამოიხატება ფინანსურ დახმარებაშიც... ჩვენი ეკონომიკური ინვესტირების გეგმა შეადგენს 1.3 მილიარდ ევროს", - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჯოზეფ ბორელი დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს.

"ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ ასევე გამოიხატება ფინანსურ დახმარებაში. ჩვენ ვართ ორმხრივი დახმარების უმსხვილესი მომწოდებელი და ეს მოიცავს თითქმის 340 მილიონ ევროს 2021-24 წლების პერიოდში. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკური ინვესტირების გეგმა შეადგენს 1.3 მილიარდ ევროს. გარდა ამისა, თანამოსაუბრეებთან განვიხილავთ რუსეთის აგრესიის უარყოფით გავლენას რეგიონზე და კიდევ ერთხელ დავადასტურებ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გარდა ამისა, 15 წელია, რაც საქართველოში ევროკავშირის სამონიტორინგო მისია მოქმედებს. ეს მისია მუშაობს დღედაღამ, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

მათ მუშაობა დაიწყეს 2008 წელს და მას შემდეგ ყოველდღიურად ახდენენ სეპარატისტული რეგიონების მახლობლად არსებული ტერიტორიების მონიტორინგს. მე მექნება პატივი, მათ ვეწვიო ხვალ, თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ. ჩვენ ასევე გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რთულ დროში. მინდა ასევე ვაღიარო ის წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში და ჩვენ გამოვყოფთ 60 მილიონ ევროს, რათა თქვენი ჯარის გამძლეობა და ბრძოლისუნარიანობა გაიზარდოს;. როგორც ხედავთ, ეს იქნება საკმაოდ გადატვირთული ვიზიტი და ველი საინტერესო საუბარს საქართველოს ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან, - განაცხადა ბორელმა.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი