ზელენსკი რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა. ცნობილია, რომ საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რიში სუნაკმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ბლოკადის გავლენაც როგორც უკრაინაზე, ასევე მთელ მსოფლიოში სურსათის მიწოდებაზე.

„ჩვენ ორიენტირებული ვიყავით შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტზე. უკრაინამ უკვე წარმატებით გამოიყენა ალტერნატიული გზა. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც ოდესის რეგიონის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაგვეხმარებიან. მადლობა გადავუხადე დიდ ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარებისთვის“, - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი