უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. პრეზიდენტის თქმით, ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლასა და უკრაინაში ჩამოსულ მომლოცველების უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
''მე და ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ, როგორ უნდა უზრუნველვყოთ უვიზო მიმოსვლა უკრაინის მოქალაქეებისთვის, ასევე როგორ უნდა უზრუნველვყოთ ჰასიდი ებრაელების უსაფრთხოება ყოველწლიურ მომლოცველობაზე უმანში. უკრაინა მომლოცველებს ყოველთვის თბილად ხვდებოდა და მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებდა. რუსული რაკეტებისა და ირანული თვითმფრინავების საფრთხის გათვალისწინებით, წლევანდელი პილიგრიმობა უსაფრთხოების მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. ჩვენი თავშესაფრები დაახლოებით 11 ათას ადამიანზეა გათვლილი. უფრო მეტი ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთობლივი სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ჩვენ ასევე გავნიხილეთ გზები, რათა ისრაელმა მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობაზე.'' -წერს ზელენსკი.