ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად ახალი, 600 მილიონი დოლარის ღირებულების
პაკეტი გამოყო. ინფორმაციას უკრაინული მედია პენტგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ დახმარების ახალ პაკეტში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებელი აღჭურვილობა და საარტილერიო საბრძოლო მასალები შევა. პაკეტი ასევე მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS), განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას და ა.შ.
"აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე, გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - წერია პენტაგონის განცხადებაში.