რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

Українська правда-ს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სოფელ ოდრადოკამენკაში საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს. დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, 4 კი დაშავდა.

"ოდრადოკამიანკაში რუსულ საჰაერო ბომბს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - 2 ქალი და ერთი კაცი. დაშავდა ოთხი ადგილობრივი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ.

მისივე თქმით, ადგილზე მაშველები, მოხალისეები, სასამართლო ექსპერტები, საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფები მუშაობენ.

ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა  დრონებითა და არტილერიით ორჯერ მიიტანეს იერიში ოდრადოკამენკაზე 7 სექტემბერსაც, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი