ბელორუსის აქციებთან დაკავშირებით ლუკაშენკომ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ინიციატორი ლუკაშენკო იყო, რომელიც თვლის, რომ ბელორუსში მიმდინარე აქციები მხოლოდ მათი პრობლემა აღარაა.

კრემლის განცხადებით, პრეზიდენტებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ბელორუსში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე მოგვარდება.

ეს პრობლემები არ უნდა გამოიყენონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, დახმარების თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის გაერთიანებას, - წერია კრემლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში მაშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ლუკაშენკომ თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მოსახლოებასა და სპეცრაზმს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. 

ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია კი, რომელიც ამჟამად დევნილობაშია, მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს. ტიხანოვსკაიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვონ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.

ლუკაშენკოს ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს მსოფლიო. აშშ-მ ბელოსრუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ლუკაშენკოს ძალაუფლების დათმობისაკენ მოუწოდებენ. ბელორუსს სანქციებს უწესებს ევროკავშირიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი