უკრაინული გამოცემა "უნიანის" ცნობით, 2025 წელს სამხრეთ კორეა უკრაინას 2 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა, განაცხადა.
ამასთან, სააგენტო Reuters წერს, რომ სამხრეთ კორეის ლიდერმა ინდოეთში G20-ის ლიდერების სამიტზე ახალი დახმარების პაკეტის მიწოდებაზე ისაუბრა.