ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ლვოვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.
ბორის ჯონსონის საზეიმო მიღება და დაჯილდოება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე მოხდა, სადაც მას Ivan Franko LNU-ს საპატიო დოქტორის დიპლომი მიენიჭა.
ცერემონიის დაწყებამდე პრემიერმინისტრმა ჯონსონმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვოლოდიმირ მელნიკმა უკრაინელი და ბრიტანელი ხალხის კავშირების განმტკიცების მნიშვნელობა, ასევე საერთო ღირებულებები განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ლვოვში 9 სექტემბერს ჩავიდა.