ბელგიური სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Etex რუსულ ბაზარს ტოვებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
''ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ არჩევანი სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთა'' - აცხადებენ კომპანიაში.
Etex ერთ-ერთი ევროპული ლიდერია სამშენებლო ინდუსტრიაში. კომპანია 110-ზე მეტ საწარმოო ობიექტს 42 ქვეყანაში ფლობს. 2022 წლის იანვარში Etex-მა რუსული კომპანია Ursa შეიძინა. კომპანია Ursa ფლობს 3 საწარმოო ცენტრს რუსეთში და 6 რეგიონულ ოფისს, ასევე აქვს წარმომადგენლობითი ოფისები ბელარუსსა და ყაზახეთში.
Ursa-ს შემოსავალმა 2022 წელს 73 მილიონი დოლარი შეადგინა, რუსეთის ბიუჯეტში კი, გადასახადების სახით, 2 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა.