უკრაინული ცეცხლის წვიმა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ბოლო თვეებია, უკრაინაში მოვლენები ძალზედ საინტერესოდ ვითარდება. დაპირებული უკრაინული კონტრშეტევის ტემპი თავიდან თითქოს არადამაჯერებელი იყო, თუმცა ახლანდელი გადასახედიდან პროგრესი უკვე თვალშისაცემია. მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან გასაგებია, რომ ეს ვერ იქნება სტანდარტული ომი. პუტინის გენერლები წარსულის ომში არიან, როგორც ტექნიკით, ისე მართვის ვერტიკალითა და სტრატეგიით. უკრაინის მაგალითი კი აჩვენებს, რომ 21-ე საუკუნე ინოვაციების ხანაა, და ეს არა მხოლოდ ჩვენს საოჯახო ტექნიკას და სმარტფონებს ეხება, არამედ ფრონტის ხაზსაც.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინა თავად იქცა თანამედროვე და მძლავრი იარაღის მწარმოებლად, რომელიც საომარ სცენას რადიკალურად ცვლის. ამისი მაგალითია რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო ბაზებზე გახშირებული თავდასხმა დრონებით და კიდევ ერთი კრეისერის აფეთქება შავი ზღვის აკვატორიაში. მოკავშირეები საკუთარი იარაღის გამოყენების უფლებას კიევს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე აძლეევნ, რუსული ობიექტების გასანეიტრალებლად კი უკრაინელებს თავად უწევთ ახალი გზების მოფიქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი