ორი დღის წინ დედაქალაქის ცენტრში, ობიექტზე, რომელიც წესით ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული, გაჩნდა ხანძარი და ეროვნული კინოფონდის ორიგინალი ფირები განადგურდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველა ეს ფილმი უკვე გაციფრულებულიაო, მაგრამ ფაქტია, რომ არქივში ცეცხლი გაჩნდა.
მოდით, წულუკიანის ყოფილი სამინისტროს კომპეტენციიდან, არქივიდან, მისი ახლანდელი პორტფელის კომეპეტენციაში - კულტურაში გადავინაცვლოთ. ერთგვარი ხანძრების დეფიციტი არც აქაა.
მუზეუმების გაერთიანება, კინოცენტრი და ახლა უკვე მწერლები - ყველგან მინისტრის ჩეკისტური მიდგომების ერთადერთი მიზანი ისეთი კულტურის გამოყვანაა, რომელიც ცოცხალი და დამოუკიდებელი კი არ იქნება, არამედ მორჩილად დაუხრის თავს "ქართული ოცნების" დირექტივებს და სახელისუფლებო პროპაგანდის იარაღად გადაიქცევა.