პუტინი და კიმ ჩენ ინი შესაძლოა ერთმანეთს სამშაბათს შეხვდნენ - მედია

გამოქვეყნდა:

Reuters-ი სამხრეთ კორეის ტელეარხზე YTN-ზე დაყრდნობით და რუსული "ინტერფაქსი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა სამშაბათს შეხვდნენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიმი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს "უახლოეს დღეებში" ეწვევა. 

თუ მოგზაურობა დადასტურდება, ეს იქნება კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი მოგზაურობა COVID-19 პანდემიის შემდეგ.

The New York Times-მა 5 სექტემბერს პირველად გაავრცელა ინფორმაცია რუსეთში კიმისა და პუტინის პოტენციური შეხვედრის შესახებ და დაწერა, რომ ის სავარაუდოდ ამ თვეში გაიმართება. მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ორი ქვეყნის პირველი პირი განიხილავს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი