"გაყინული ომი არ არის მშვიდობა... ჩვენ კონტრშეტევის შედეგები გვჭირდება" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"გაყინული ომი არ არის მშვიდობა... ჩვენ კონტრშეტევის შედეგები გვჭირდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს. 

"ჩვენ კონტრშეტევის შედეგები გვჭირდება... ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწები და მათი დეოკუპაცია მოვახდინოთ. ეს მხოლოდ მიწებს არ ეხება, ეს ეხება ადამიანებსაც, რადგან გაყინული ომი არ არის მშვიდობა... პუტინს უნდა, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა მიიტაცოს, დაანგრიოს ჩვენი ყველას ოჯახი და სახლები. რატომ აკეთებს ის ამას? მას ესმის, რომ უკრაინა უკან არასდროს დაიხევს და არასდროს დათმობს საკუთარ მიწას", - ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისა და ტერიტორიების დეოკუპაციისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, არტილერია და ჭურვები სჭირდება. მას იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შორ მანძილზე მოქმედი ATACMS სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.

"ყველა საუბრობს ATACMS -ზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა საუბრობს მოიერიშე თვითმფრინავებზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია... პრეზიდენტ ბაიდენს ვესაუბრები. მისი აზრი და მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მას შეუძლია ამ ომის შეცვლა, როგორც მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა HIMARS-ებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი