"ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საუბრობს. ამბობს, რომ კიევს ბერლინის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, უკრაინა "თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას იცავს".
„ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა გზას ევროკავშირისკენ. დიდი მამაცობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას იცავს.
[...]
პუტინის საშინელი ტერორი გამოიხატება არა მხოლოდ უკრაინაში ყოველდღიურად სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაძაბუნება. რუსეთი არა მხოლოდ ბომბებით კლავს, მომავალს ართმევს ათასობით უკრაინელ ბავშვს. მათ იტაცებენ საბავშვო ბაღებიდან, ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ", - განაცხადა ბერბოკმა.