რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსებმა ნიკოპოლი გრადებითა და მძიმე არტილერიით დაბომბეს. 

ავიაიერიშის შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

თავდასხმის შედეგად განადგურდა მაღაზია, კერძო საწარმო და კვების ობიექტები. ასევე დაზიანდა სასწავლო დაწესებულება, სამეურნეო შენობებია და მანქანები.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი