ბელარუსის თავისუფლება, თქვენი თავისუფლებაცაა - კუბილიუსის 7-პუნქტიანი გეგმა ბელარუსს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრიუს კუბილიუსი ბელარუსის დახმარების 7-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს:

  • არალეგიტიმური ლუკაშენკო, რომელმაც 10 სექტემბერს, როცა უკვე მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება - უნდა დათმოს ხელისუფლება. როგორც ეს დიალოგის საკითხიცაა. 
     
  • ხელახალი არჩევნები ლიდია ერმოშინას გარეშე, რადგან თუ საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება ძველი კადრებით, გავლენებს ხელს ვერც ევროპელი დამკვირვებლები შეუშლიან. 
     
  • პოლიტიკური პატიმარი და სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. უნდა გათავისუფლდნენ სხვა პოლიტპატიმრებიც.
     
  • საერთაშორისო გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც ამ დღეებში "ომონმა" ჩაიდინა. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ან სანქციები დაეკისროთ, არამედ იმისთვისაც, რომ ეს შემაკავებელი გაკვეთილი გახდეს სხვებისთვისაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ვისი ვადის ამოწურვის თარიღიც მალე მოდის, მათ შორის ეს ეხება რუსეთსაც.
     
  • ევროკავშირის სანქციები; სანქციები, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა, აუცილებლად ამოქმედდება. 
     
  • ევროკავშირის დახმარება ბელარუსს; ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ 100 მილიონ ევროსაც კი, რომელიც ლუკაშენკოს დროს გამოიყო, ისევ მიიღებს ქვეყანა. ახალ სამოქალაქო ნაციას ბელარუსში უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირი იგივენაირ შესაძლებლობებს მისცეს მათ, რაც აღმოსავლეთ პარტნიორიბის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ. 

და ბოლოს, მე-7 პუნქტი: 

  • ანდრეი სახაროვკის პრიზი - სვეტლანა ტიხანოვსკაიას. 

კუბილიუსი ამავე სტატიაში ასევე წერს, რომ ლიეტუვას, ევროპასა თუ მთლიანად დასავლეთს, კარგად უნდა ესმოდეს, რა როლი აქვთ მათ დღეს ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე; 

ჩვენ არა მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ან განცხადებები კი არ უნდა გავავრცელოთ, რომ 'ლუკაშენკო უნდა წავიდეს', ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური და სამართლებრივი ინიციატივებითაც უნდა გამოვიდეთ, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუციებსაც გავაცნობთ და დავნერგავთ, რათა ბელარუსმა ხალხმა ნამდვილად მიაღწიოს სასიკეთო ცვლილებას, - წერს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარის ამ განცხადებას წინ უძღვის დემონსტრაციების 1 კვირა;  
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ქუჩაში გამოვიდა - დემონსტრანტების დაკავებები კი, დღემდე გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციასთან ერთად ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი