დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი 24 აგვისტოს შავი ზღვის პორტში სამოქალაქო სატვირთო გემზე თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა. Reuters-ის ცნობით, პრემიერ რიში, სუნაკის მიერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთებული ეს განცხადება, ამ საკითხზე ოფიციალური პირის მიერ პირველი კომენტარია.
"18 აგვისტოდან ოდესიდან ოთხი სატვირთო გემი გავიდა. დეკლარირებული დაზვერვის წყალობით ვიცით, რომ რუსმა სამხედროებმა 24 აგვისტოს შავ ზღვაში სამოქალაქო სატვირთო ხომალდს რამდენიმე რაკეტა დაუმიზნეს, - განაცხადა სუნაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, რუსეთმა უკრაინის პორტებსა და მარცვლეულის საწყობებზე თავდასხმებით დაახლოებით 270 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა.
"ჩვენ ვიყენებთ ჩვენს სადაზვერვო და სათვალთვალო სისტემებს შავ ზღვაში რუსეთის აქტივობის მონიტორინგისთვის, რათა გამოვიძახოთ თუ დავინახავთ, რომ ისინი ამზადებენ ახალ თავდასხმებს სამოქალაქო გემებზე ან ინფრასტრუქტურაზე და ამოვიცნოთ დამნაშავე, თუ ეს თავდასხმები მოხდება", - განაცხადა სუნაკმა.