უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გუშინ, დონეცკის რეგიონში, მტრის ეკიპაჟის უპილოტო თვითმფრინავების Zala-სა და Ланцет-ის ბაზას დაარტყეს.
"2023 წლის 11 სექტემბერს, დილით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით შეუტიეს ოკუპანტების უპილოტო საფრენი აპარატების ბაზას დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ ლუგანსკოეში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რომელი დანაყოფი ასრულებდა აღნიშნულ ოპერაციას და როგორ მოხდა დარტყმა, დაკონკრეტებული არ ყოფილა.