მედია: შვედეთის მთავრობა Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას შეისწავლის

გამოქვეყნდა:

შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, შვედეთის მთავრობა "გრიპენის" საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას შეისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებენ თვითმფრინავების კიევში გაგზავნას, ადგილობრივი მედიის ცნობით, მთავრობას ახლა სურს შეიარაღებული ძალებისგან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს შესაძლო ტრანსფერი შვედეთის თავდაცვის შესაძლებლობებზე.

სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრა პრემიერმინისტრმა ულფ კრისტერსონმა აგვისტოს ბოლოს, როდესაც განაცხადა, რომ შვედეთი არ გადასცემდა მეოთხე თაობის Saab JAS 39 Gripen თვითმფრინავებს უკრაინას. მისი თქმით, ეს თვითმფრინავები თავად შვედეთს სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი