"უკრაინელები ყოველდღე იცავენ სამშობლოს, მიისწრაფიან მშვიდობიანი მომავლისკენ, რაზეც მიუთითებს ზელენსკის სამშვიდობო გეგმა", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საუბრობს. თუმცა, როგორც მან ბერლინში, კათოლიკური საზოგადოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს სამშვიდობო გეგმა "წარმოსახვითი" არ უნდა იყოს.
"უკრაინელები ყოველდღე იცავენ სამშობლოს, საკუთარ სიცოცხლეს იმპერიული, ისტორიულად დაბრმავებული კრემლის მმართველების ფანტაზიებისგან. უკრაინელები მიისწრაფიან მშვიდობიანი მომავლისკენ, რაზეც ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმა მიუთთებს...
ეს მოითხოვს მოთმინებას და დროს, დროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს, რადგანაც რუსეთი აგრძელებს უკრაინაში დაბომბვებს, წამებას და მკვლელობებს“, - განაცხადა შოლცმა..