დანია უკრაინას 5,8 მლრდ კრონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს,- ინფორმაციას The guardian დანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ტანკებსა და საბრძოლო მასალის მიწოდებას, ასევე ქვეითთა საბრძოლო მანქანების და საზენიტო იარაღის მიწოდებას მოიცავს.
გარდა ამისა, როგორც მედია წერს, 5,8 მლრდ კრონიდან 4,3 მლრდ 2023 წელს გამოიყოფა, 1,4 მლრდ 2024 წერს, ხოლო დარჩენილი 52 მლნ კრონი 2025 წელს.
ცნობისთვის, ეს უკრაინისთვის დანიის მიერ გაცემული მეთორმეტე უდიდესი დახმარების პაკეტია.