უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს დღეებში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეხვდება, - ინფორმაციას უკრაინაში ისრაელის ელჩი, მაიკლ ბროდსკი ავრცელებს.
"ნეთანიაჰუ-ზელენსკის შეხვედრა ნიუ-იორკში უახლოეს დღეებში გაიმართება. ორი ქვეყნის ლიდერები გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებენ მონაწილეობას", - წერს დიპლომატო Telegram-ზე.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგი ნიკიფოროვმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაესწრება გაეროს გენერალურ ასამბლეას ნიუ-იორკში.