
13 სექტემბრის ღამეს უკრაინის ანექსირებულ ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქებები იყო. ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ხანძარი გაჩნდა კილენ-ბალკას რაიონში რასამოქალაქო ობიექტზე. მისივე თქმით, "საჰაერო თავდაცვამ იმუშავა".
"წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია", - დაწერა მან.
კილენ-ბალკაში გემების სარემონტო ქარხანა მდებარეობს.
მოგვიანებით, რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ აფეთქებების შემდეგ ხანძარი გაჩნდა "სევმორზავოდის სამხრეთით". (სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა) ამ ქარხანაში იწყობა და დაზიანების შემთხვევაში რემონტდება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები. ქარხანა სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა.
"მე ვარ ხანძრის ადგილზე, სევმორზავოდის სამხრეთით. <...> თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სულ 24 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხი საშუალო სიმძიმის", - დაწერა ე.წ. გუბერნატორმა.