
რუსეთმა 13 სექტემბრის ღამეს მორიგი იერიში მიიტანა ოდესის რეგიონის სამხრეთზე უპილოტო საფრენი აპარატებით. ოდესის რეგიონის სახელლმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ კიპერი ამბობს, რომ თავდასხმა იზმაილის რეგიონზე მოხდა.
დაზიანდა პორტის, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე.
"მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი საშუალო სიმძიმის. ყველა დაზარალებულს სამედიცინო დახმარება უტარდება", - ამბობს კიპერი.